საჯარო ინფორმაცია
პროექტის სახელწოდება

ა.(ა)ი.პ. „ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი (TDDF)“ და ა.(ა)ი.პ. „ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო (LDA Georgia)“ ახორციელებს პროექტს – „მეტი გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება  ეფექტური თვითმმართველობისათვის“, რომლის მიზანია უზრუნველყოს იმერეთის მხარის თერჯოლის, ბაღდათისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში ეფექტური თვითმმართველობის განხორციელება და ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

პროექტის მოკლე აღწერა

პროექტის ფარგლებში ა.(ა)ი.პ. „ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდს (TDDF)“, ა.(ა)ი.პ. „ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს (LDA Georgia)“ და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. პროექტის ერთ-ერთ აქტივობას წარმოადგენს ინფორმირების სისტემის ამოქმედება, რომლის მიზანია მოქალაქეთა/მეწარმეთა/ფერმერთა დროული ინფორმირებულობა, ინტერესთა ჯგუფების ჩამოყალიბება და აღნიშნული ჯგუფებისათვის შეტყობინებების დაგზავნის სისტემის დანერგვა. პროექტი „მეტი გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება  ეფექტური თვითმმართველობისათვის“ დაფინანსებულია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ, გერმანიის ფედერალური მთავრობის და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პროგრამის“ ფარგლებში.

 
ანკეტის მიზანი

სამოქალაქო საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციების დროული ინფორმირებულობა, ინტერესთა ჯგუფების ჩამოყალიბება და აღნიშნული ჯგუფებისათვის შეტყობინებების დაგზავნის სისტემის დანერგვა.

ყურადღება! თუ გსურთ დროულად მიიღოთ ინფორმაცია მუნიციპალიტეტში მიმდინარე საკითხებსა და პროექტებზე, ქვემოთ მოცემული თემებიდან აუცილებელია, რომ აირჩიოთ და მონიშნოთ (ერთი ან რამდენიმე) თქვენთვის სასურველი ველი.
გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი საკონტაქტო მონაცემები (ტელეფონის ნომერი ან/და ელექტრონული ფოსტა), რომელზეც პერიოდულად მიიღებთ ინფორმაციას მუნიციპალიტეტში მიმდინარე საკითხებსა და პროექტებზე.

ვეთანხმები, მივიღო შეტყობინება ტელეფონზე/ელექტრონულ ფოსტაზე ჩემ მიერ ზემოთ არჩეულ საკითხებზე.


პარტნიორები